ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პროცესს აკვირდებოდნენ, მონიტორინგის შედეგების გასაჯაროებას განაგრძობენ. ორგანიზაცია "თავისუფალი ფონდი" აცხადებს, რომ მათმა დამკვირვებლებმა არაერთი დარღვევა გამოავლინეს - მათ შორის იყო ტექნიკური სახის პრობლემები და საარჩევნო უბნის მიმდინარე ტერიტორიაზე პოლიტიკური აგიტაცია, თუმცა ისინი საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენენ.
"დაკვირვების პროცესში წარმოიშვა ტექნიკური ხასიათის პრობლემები, მაგრამ ცესკო 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა, აღმოეფხვრა ეს ყველაფერი. ასევე, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური სუბიექტების მიერ კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის მცდელობას. ამ დარღვევებს ისეთი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია, რომ კენჭისყრის პროცესი ჩაშლილიყო," - ამბობს ელენე ენუქიძე.