31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა - თარიღთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა ჩაატარა. პასუხები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ატარებს კვლევებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის წყლის ეკოლოგიისა და მისი ბიომრავალფეროვნების კუთხით.
შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება.