24 დეკემბერი 2024,   23:07
ვრცლად
მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები აღიარა

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები აღიარა, რომელშიც მცირე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება გზას უხსნის მოლდოვას, შეცვალოს კონსტიტუცია, დაადასტუროს თავისი სწრაფვა, შეუერთდეს 27-ქვეყნიან ბლოკს. თუმცა რეფერენდუმი არჩევნებში ჩარევის ბრალდებების ფონზე წარიმართა.

მოლდოვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა.

დღის ამბები