რა როლი აქვს განათლებას სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში - ამ თემასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან პირველი შეხვედრა გამართა.
ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებაში უნივერსიტეტის როლზე.