რუსთავში სხვადასხვა ქუჩაზე, გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა და სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს. მასშტაბური პროექტების პარალელურად გიორგაძის და რჩეულიშვილის ქუჩებზე, გზის საფარი, ათას 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. პროექტით გათვალისწინებული 25 ლოკაციიდან სამუშაოები 15 მისამართზე უკვე დასრულებულია. პროექტი 2 მილიონამდე ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.