14 აგვისტო 2026,   20:04
ვრცლად
რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის ოკუპანტთან თანამშრომლობა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სანაცვლოდ ცეკვა-თამაში მტრის მიწაზე - ლაშა ფარულავა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, მმართველი გუნდის მცდელობა, პასუხისმგებლობა არტისტებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გადააბრალონ, უსაფუძვლოა. მისი თქმით, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა და მტრის მიწაზე "ცეკვა-თამაში" მიუღებელია, თუმცა ხელისუფლება ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

"ისინი ვერ შეძლებენ გადაბრალებას ვინმეზე - ფიზიკურ პირებზე ან არტისტებზე, რომლებიც მიდიოდნენ. რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის ოკუპანტთან თანამშრომლობა და მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სანაცვლოდ ცეკვა-თამაში მტრის მიწაზე. ეს, ცხადია, ჩვენთვის არის პრინციპული საკითხი," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

ცნობისთვის: მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კულტურის სფეროს წარმომადგენლების რუსეთში საქმიანობა და აქტივობები გააკრიტიკეს. ხელისუფლების შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთში კონცერტებსა და ტურნეებში მონაწილეობდნენ და თავს იწონებდნენ, დღეს რადიკალური ანტირუსული განწყობებით გამოირჩევიან, რაც ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს.

დღის ამბები