08 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
"ჩემი, როგორც მწვრთნელის მთავარი დარიგებაა, ვიყოთ სტაბილურები - მთავარია ჩვენი მიზნები და თუ ეს გავითავისეთ, შედეგიც მოვა" - სანიოლი

საფეხბურთო გუნდი უკრაინასა და ჩეხეთთან მოახლოებული შეხვედრებისთვის ემზადება.
სანაკრებო შეკრებამდე პრესკონფერენცია გამართეს მთავარმა მწვრთნელმა და ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა.

ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით ორ შეხვედრას გამართავს, 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ჩეხეთს ესტუმრება.

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ გუნდისთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

"ვფიქრობ, რომ გუნდში კარგი განწყობაა. როგორც ვთქვი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კარგი პროგრესი გვქონდა.

ჩემი, როგორც მწვრთნელის მთავარი დარიგებაა, რომ სტაბილურები ვიყოთ. მინდა, რომ პორტუგალიასთან თამაში გამონათება არ იყოს. მთავარია ჩვენი მიზნები და თუ ეს გავითავისეთ, შედეგიც მოვა", - აცხადებს ვილი სანიოლი.

დღის ამბები