06 დეკემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ბრემენის სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვის, გერმანიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა 28 წლის ქართველმა მამაკაცმა სექტემბრის შუა რიცხვებში ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოკლულის ახლო წრიდანაა.

გერმანიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის დაკავების ორდერი პარასკევს, 8 ნოემბერს გასცა. ამ ეტაპზე, ბრემენის პროკურატურა დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.

ცნობისთვის, სექტემბრის შუა რიცხვებში, გერმანიის ქალაქ ბრემენის სასაფლაოზე, 40 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. დამნაშავის დაკავებაში დახმარებისთვის პროკურატურამ ჯილდოც დააწესა - 5000 ევროს ოდენობით.

დღის ამბები