საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში, 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, ხოლო 4-ს რეაბილიტაცია უტარდება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაც.