24 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
აშშ-ის შემდეგ, კიევში დროებით ესპანეთის საელჩოც დაიხურა

დაბომბვის საფრთხის გამო, აშშ-ის შემდეგ, კიევში ესპანეთის საელჩოც დაიხურა. ოფიციალურმა მადრიდმა გადაწყვეტილება მოსალოდნელი თავდასხმის გამო მიიღო.

ამერიკის საელჩოს განცხადებაში კი წერია, რომ არსებობს ავიადარტყმის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია, რის გამოც საელჩო მუშაობას დროებით შეაჩერებს. თანამშრომლებს განგაშის დროს თავშესაფარში გადაიყვანენ.

საელჩო შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს მზად იყვნენ სასწრაფო ევაკუაციისთვის, თუ ეს საჭირო გახდება. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

დღის ამბები