27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
აშშ-ში დააკავეს ცნობილი ბლოგერი, რომელიც ვიდეოს იღებდა თუ როგორ ემზადებოდა ქურდობისთვის

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, 22 წლის ცნობილი ბლოგერი, ყალბი შტრიხკოდების გამოყენებით ქურდობისთვის დააკავეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

გოგო, რომელსაც TikTok-ზე 300 000 გამომწერი ჰყავს, ვიდეოს იღებდა თუ როგორ ემზადებოდა ქურდობისთვის.

პოლიციამ ის Target-ის სუპერმარკეტის ადმინისტრაციის საჩივრის საფუძველზე დააკავა.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი მარკეტში პროდუქციის არჩევის შემდეგ, თვითმომსახურების სალაროსთან არა არჩეული პროდუქციის შტრიხკოდებს, არამედ სხვა უფრო იაფფასიანი პროდუქტის შტრიხკოდებს ატარებდა.

საერთო ჯამში, აღნიშნული ხერხის მეშვეობით, მარკეტიდან 500 დოლარზე მეტი ღირებულების 16 ნივთი მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი პოლიციამ სუპერმარკეტის ვიდეოკამერების ჩანაწერებით დაადასტურა.

ქალის ვინაობის დასადგენად, პოლიციამ განცხადება სოციალურ ქსელებში გაავრცელა. მისი ვინაობა პოლიციას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და სოციალური ქსელების მისამართებიც დაურთო.

პოლიციამ წვრილმანი ქურდობის ბრალდებით, ქალი დააკავა. გამოძიება კვლავ გრძელდება.

დღის ამბები