29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი პოლიციელი დაშავდა 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, დაშავდა კიდევ ერთი სამართალდამცველი. ინფორმაცია "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურა. 

არსებული ინფორმაციით იყო მძიმე საგნების სროლა, რის შემდეგაც პოლიციელმა დაზიანება მიიღო. 

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

დღის ამბები