06 დეკემბერი 2024,   15:16
ვრცლად
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება იყო - ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებაც

თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები იმართება სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, ქუთაისში, სადაც ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებაც.

აქციის მონაწილეებს ასევე გადაკეტილი აქვთ გზა "ქართული ოცნების" ოფისთან და თბილისში მიმდინარე დემონსტრაციების მსგავსად, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გაჩერების გამო, ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

დღის ამბები