29 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე სპეციალური საკოორდინაციო შტაბის შექმნა დააანონსეს, სადაც მოქალაქეები პროტესტთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ

საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება უცვლელია, ადგილზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ, შეკრებილ დემონსტრანტებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს.

განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და ასევე, "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა გააკეთეს. მათი თქმით, დღესვე შეიქმნება სპეციალური, საერთო-საკოორდინაციო შტაბი და ხვალიდან მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორი იქნება მათი სტრატეგია და როგორ გაგრძელდება პროტესტი. მათივე თქმით, გეგმა ამ ეტაპზე, არის ეროვნული წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები