29 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
დემონსტრანტები პოლიციის მისამართით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ჭიჭინაძის ქუჩაზე, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. სხვა ქუჩებზე კი ვითარება უცვლელია.

პერიოდულად არის სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.

ცოტა ხნის წინ, შეკრებილ დემონსტრანტებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს.

განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და ასევე, "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა გააკეთეს. მათი თქმით, დღესვე შეიქმნება სპეციალური, საერთო-საკოორდინაციო შტაბი და ხვალიდან მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორი იქნება მათი სტრატეგია და როგორ გაგრძელდება პროტესტი. მათივე თქმით, გეგმა ამ ეტაპზე, არის ეროვნული წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა.

 

დღის ამბები