28 ნოემბერი 2024,   23:59
ვრცლად
მთავრობის დამტკიცება - უმრავლესობამ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს, ნდობა ოფიციალურად გამოუცხადა

84 - არცერთი ხმის წინააღმდეგ - მე-11 მოწვევის პარლამენტმა, მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მეორე ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს ნდობა ოფიციალურად გამოუცხადა.

მთავრობამ უმრავლესობის სრული მხარდაჭერა მიიღო. არგუმენტებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით ტრიბუნიდან ვრცლად ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკას მხარს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს და ეს არჩევნების შედეგებითაც გამოჩნდა.

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მთავრობის დამტკიცებამაც ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. პრემიერ-მინისტრის გზავნილები მათ დღეს დისტანციურად მოისმინეს და შეაფასეს.

ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. ახლად დამტკიცებულმა მინისტრებმა საკუთარ გეგმებზე დღეს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტშივე ისაუბრეს.

ლევან დავითაშვილი კვლავ პირველი ვიცე-პრემიერია. საგარეო უწყებასთან ერთად ახალი ხელმძღვანელები ჰყავს იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის უწყებებს. კიდევ ერთი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში კულტურისა და სპორტის სამინისტროები დამოუკიდებელ უწყებებად ჩამოყალიბებას უკავშირდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უახლოს დღეებში წარედგინება.

 

 

 

დღის ამბები