დედაქალაქის მთავარი გამზირი დემონსტრანტებისგან დაცლილია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, ცეცხლის ქრობის სამუშაოები დასრულებულია. რამდენიმე საათის განმავლობაში, აქციის მონაწილეებს ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ადგილზე, ამ დრომდე რჩება სპეციალური დანიშნულების რაზმი.
მანამდე, მთელი ღამის განმავლობაში, დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილები იყვნენ დემონსტრანტები, აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები.