რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველები და დემონსტრანტები ერთმანეთის მოპირდაპირედ დგანან.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ვითარება სტაბილურია. მანამდე, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა.
სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ როგორც დემონსტრანტები, ასევე სამართალდამცველები. დაშავებულია შორის ასევე არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
თუმცა, როგორც ექიმმა განაცხადა, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არცერთს არ აღენიშნება.