სპეცრაზმი რუსთაველის გამზირს ტოვებს. ტერიტორიიდან გადის სპეცტექნიკაც.
ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახური იწყებს მუშაობას.
რუსთაველის გამზირი დემონსტრანტებისგან თავისუფალია. აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მსვლელობით მიემართებიან.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიიღეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ წინა დღეების განმავლობაში, სპეცრაზმი სწორედ დილის საათებში იწყებდა აქციის დაშლას.
ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ასევე, მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევზე, მელიქიშვილის გამზირზე, კეკელიძის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე.