ამ დროისთვის, დედაქალაქში, 19:00 საათზე დაწყებული აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეებმა დაასრულეს მსვლელობაც, რომელიც რამდენიმე საათის წინ, სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს.
იქამდე, აქციის დაშლის პროცესში, რამდენიმე პირი დააკავეს. სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი.
დემონსტრანტებმა აქციაზე პიროტექნიკა გამოიყენეს, რის შედეგადაც, ერთი სამართალდამცველი დაშავდა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მე-9 დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.