ოპოზიციასთან და სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
"ევროპარლამენტში 28 ნოემბერს მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც გავეცით რეკომენდაცია აღნიშნული პარლამენტის არაღიარების შესახებ. ამის მიზეზი გახლავთ საარჩევნო პროცესში მომხდარი დარღვევები. ეს არჩევნები საერთოდ არ იყო სამართლიანი", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, იუკნევიჩიენემ უპასუხა:
"ჩვენ არ ვაპირებთ მათთან შეხვედრას. მე უკვე რამდენჯერმე გითხარით, ჩვენ გვაქვს მანდატი. 445-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, სადაც ნათქვამია ყველაფერი, თუ რას ვფქრობთ ამ არჩევნებზე და ამ პარლამენტის სტატუსზე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.