14 დეკემბერი 2024,   15:34
ვრცლად
უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ათამდე დრონი გაანადგურეს

ვითარება უკრაინაში უცვლელია - უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ათამდე დრონი გაანადგურეს.

"ნატო-ში გაწევრიანების მიზნით, უკრაინამ მუშაობა უნდა განაგრძოს მაშინაც, თუ ქვეყანა ალიანში გაწევრიანების მიწვევას ახლა არ მიიღებს," - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

პარალელურად კი, იტალია მზადყოფნას აცხადებს, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, თუ ომის დასრულების შეთანხმება კონტროლირებადი სადემარკაციო ხაზის შექმნას გაითვალისწინებს.

დღის ამბები