![](/img/lim4.gif)
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, ავტომანქანაში მჯდომი ორი პირი დაღუპული დახვდა. ერთი დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილი გასწრების მანევრს ასრულებდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.