რუსთავში კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. 1948 წელს აშენებული შენობა რესტავრაციის შემდეგ, არქიტექტურულ სტილს შეინარჩუნებს.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საკონცერტო დარბაზის მოწყობა თანამედროვე სისტემით. რესტავრაციის შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება.