საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა.
რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო, თუმცა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, განვითარების ეროვნულ ცენტრი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.
"EQAR-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან. როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, ისევ იმგვარად იქნება აღიარებული კვლავ ჩვენი დიპლომები.
ვგეგმავთ აღნიშნული გასაჩივრებას. ამისთვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს 20 -დღიანი ვადა, შემდეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენს საჩივარს," - განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა.
ავტორი: სიმონ შანავა