მოლაპარაკებები ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე ისრაელსა და ჰამასს შორის 90%-ით დასრულებულია, მაგრამ რჩება ძირითადი საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას - ამის შესახებ BBC-ის მოლაპარაკებებში მონაწილე პალესტინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა. ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება, ფილადელფის დერეფანში ისრაელის სამხედრო ძალების ყოფნას უკავშირდება, აღნიშნული ტერიტორია სამხრეთ ღაზაში, ეგვიპტის საზღვართან სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა დოჰაში მიმდინარე დისკუსიების დეტალები გააზიარა, რომლებიც მოიცავს რამდენიმე კილომეტრის სიგანის ბუფერული ზონის შექმნას ისრაელის საზღვრის სიგრძეზე ღაზასთან. ოფიციალური პირის თქმით, ისრაელი შეინარჩუნებს ამ ტერიტორიაზე სამხედრო ძალის განთავსების უფლებას.
ამ საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი შეთანხმება შეიძლება რამდენიმე დღეში დაიწყოს. შეთანხმება ასევე მოიცავს 20 პალესტინელი ტყვეს გაცვლას ყოველ ჯარისკაცზე. პატიმართა სახელები ჯერ შეთანხმებული არ არის, მაგრამ შეირჩევა დაახლოებით 400 სახელიდან, რომლებიც ისრაელში იხდიან 25 წლიან ან მეტ პატიმრობას.
ითვლება, რომ მათ შორის არ შედის ფატაჰის უფროსი ლიდერი მარვან ბარგუტი, რომლის გათავისუფლებას ისრაელი სავარაუდოდ ვეტოს დაადებს. რაც შეეხება ისრაელიდან აყვანილ ძევლებს, ვარაუდობენ, რომ ღაზაში 62 მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია.
ასევე მოლაპარაკებების საგანია, რომ ღაზას მშვიდობიანი მოქალაქეები შეძლებენ დაბრუნებას ჩრდილოეთში, ეგვიპტე/კატარის ზედამხედველობის სისტემის ქვეშ. სამფაზიანი გეგმის ბოლო ეტაპზე, რომელიც 14-თვიანი ომის დასრულებას ითვალისწინებს, ღაზას ზედამხედველობას გაუწევს ანკლავის ტექნოკრატების კომიტეტი, რომლებსაც არ ექნებათ წინა პოლიტიკური კუთვნილება, მაგრამ ექნებათ ყველას მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში, აშშ-მა, ყატარმა და ეგვიპტემ განაახლეს შუამავლობის მცდელობები.