რუსთავის მერია, 2025 წელს კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია-რესტავრაციას დაიწყებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 65 პროცენტით გაზრდილილმა ბიუჯეტმა, რუსთავს ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობა გაუჩინა. პროექტის შესახებ ინფორმაცია, ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას გააცნო. პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩაზე არსებული ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია დაიწყება. დაგეგმილია 7 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები. რესტავრაცია 11 საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდება. გათვალისწინებულია დასასვებებელი მწვანე ზონების და ტროტუარების მოწყობაც.
პროექტი, ქუჩის სრულ რესტავრაციას მოიცავს და 2026 წელსაც გაგრძელდება.