23 დეკემბერი 2024,   13:04
ვრცლად
უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში "შაჰედის" დრონების საფრთხის გამო ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში "შაჰედის" დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაზიანდა საცხოვრებელი შენობა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს მასთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს, - ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, მათ ეს ომი უნდა დაასრულონ და ამას უნდა დაველოდოთ. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა.

დღის ამბები