26 დეკემბერი 2024,   00:53
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხელ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხელ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას", - წერს ერდოღანი.

"პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო

ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ, წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენ აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - აღორძინება და ბედნიერება:, - წერს თურქეთის პრეზიდენტი მილოცვის წერილში.

დღის ამბები