26 დეკემბერი 2024,   11:13
ვრცლად
"საქართველოს სახელმწიფო თავის არცერთ მოქალაქეს არაფერს არ მოაკლებს - თუკი ვინმე უცხოელი მათ დახმარებას დააკლებს, კომპენსირებას გააკეთებს სახელმწიფო" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ეკონომიკურ რყევას არ გამოიწვევს, რადგან, მისი განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაფერი უზრუნველყოფილი აქვს.

"არაფერი არავის არ მოაკლდება, ყველაფერი არის უზრუნველყოფილი. მათ შორის, გრანტების ნაწილში რომ იყო არაჰუმანური და არაკეთილსინდისიერი შანტაჟი, რომ, იცით რაა, გრანტები არ იქნება და რაღაც სერვისები მოაკლდებათ მოწყვლად ჯგუფებს... არავის, საქართველოს არცერთ მოქალაქეს, საქართველოს სახელმწიფო არაფერს არ მოაკლებს. თუკი ვინმე უცხოელი დააკლებს მათ დახმარებას, ამის კომპენსირებას გააკეთებს საქართველოს სახელმწიფო. როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელი ფონდისთვის მოქალაქეები კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მათი პოლიტიკური დღის წესრიგი და ინტერესები, რომლის გატარებასაც ამ ფულით ცდილობენ. პირიქით, ამ ფულისგან გარკვეული სექტორების გათავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ნაკლები ჩარევა იქნება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები