ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.
მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი ფრინველების ჯგუფთან შეჯახება და მართვის დაკარგვა გახდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციის მართის ჯგუფები იმყოფებიან.