ოკუპირებული სოხუმის ცენტრში ე.წ. დეპუტატის, ადგურ ხარაზიას სახლს ცეცხლი გაუხსნეს. მედია წერს, რომ უცნობმა პირმა კალაშნიკოვიდან ისროლა. დაშავებულები არ არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა უკავშირდება 19 დეკემბერს ე.წ. პარლამენტში მომხდარ დანაშაულს, როცა მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვისას, ხარაზიამ ერთი კოლეგა მოკლა და მეორე დაჭრა.
ტყვია ვახტანგ გოლანდიას გაშველებისას შემთხვევით მოხვდა, ის კლინიკაში გარდაიცვალა. ხარაზია ახლა მიმალვაშია.