26 დეკემბერი 2024,   00:44
ვრცლად
Lemonade: "აშშ-ში, უცხოურ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფედერალური სააგენტო, რომელსაც ილონ მასკი აკრიტიკებდა, კონგრესიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო იხურება"

გავლენიანი ფრანგული მედიის, lemonde-ის ცნობით, გლობალური ჩართულობის ცენტრის 61 მილიონი დოლარის ბიუჯეტი, რომელიც ამ პროექტისთვის იყო გამოყოფილი, იმ შეთანხმებას შეეწირა, რომლითაც თავიდან აიცილეს სააგენტოს სრულად დახურვა. რესპუბლიკელებმა და Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფისი ცენზურაში დაადანაშაულეს.

სამშაბათს, 24 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) დახურვის შესახებ. ოფისი პასუხისმგებელია შეერთებული შტატების კონკურენტების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი.

რვა წლის წინ შექმნილი სააგენტო, რესპუბლიკელებმა და ილონ მასკმა მწვავედ გააკრიტიკეს. ისინი სააგენტოს ცენზურაში ადანაშაულებენ.

21 დეკემბერს საკანონმდებლო გადაწყვეტილების თანახმად, სააგენტოს დაფინანსების გაფართოების პროექტი გააუქმდა. 61 მილიონი დოლარის ბიუჯეტის ფონზე, სააგენტოში, დაახლოებით, 120 ადამიანი იყო დასაქმებული. ოფისი დიდი ხანია რესპუბლიკელი დეპუტატების მონიტორინგის ქვეშ იყო, რომლებიც მის საქმიანობას, ამერიკელების წინააღმდეგ მიმართულ თვალთვალად აფასებდნენ.

ილონ მასკი, რომელიც დონალდ ტრამპის მთავარი მხარდამჭერია, 2023 წელს ირწმუნებოდა, რომ GEC "ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენდა".

დღის ამბები