26 დეკემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ნანა დიხამინჯია მამუკა მდინარაძეს: ლგბტ პროპაგანდა არის თქვენი გამოგონილი

"ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მამუკა მდინარაძეს,  ნანა დიხამინჯია, სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომლის ამსახველი ვიდეოც, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

მამუკა მდინარაძემ აქცენტი გააკეთა ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ რადიკალების ბრძოლაზე. მან აქტივისტს განუცხადა, რომ სხვა ქვეყანას ემსახურება და ქუჩაში დგას იმ მიზნით, რომ ბავშვებს ტვინი გამოურეცხონ.

"ლგბტ პროპაგანდის მხარეს ნუ დგახარ" - მიმართა მდინარაძემ აქტივისტს.
აღნიშნულ რეპლიკას ნანა დიხამინჯიამ უპასუხა: "ჩემი ბავშვების პროექტებზე თქვენ შეგიძლიათ გაიკითხოთ. ლგბტ პროპაგანდა არის თქვენი გამოგონილი."

დღის ამბები