"ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. "ქართულ ქარტიას?" როგორ ლამის დაკლეს ერთმანეთი მან და ოპოზიციურმა "четверка"-მ, როგორც კი საქმე ტექნიკურ მთავრობამდე და ძალაუფლების გაყოფამდე მივიდა. ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. "საბჭოს," რომელსაც ახლა ქმნიან“-წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის შეფასებით, ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება - მათი ევროპულობა და ა.შ. ფასადია და მეტი არაფერი. არცერთ იმ ოპოზიციურ ლიდერს არაფერი სცხია ევროპულობის.
"ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. "ქართულ ქარტიას?" როგორ ლამის დაკლეს ერთმანეთი მან და ოპოზიციურმა "четверка"-მ, როგორც კი საქმე ტექნიკურ მთავრობამდე და ძალაუფლების გაყოფამდე მივიდა.
ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. "საბჭოს," რომელსაც ახლა ქმნიან, თუნდაც მათი გუშინდელი კომენტარებიდან გამომდინარე. ანუ, როცა სჭირდებათ სალომე კარგია, როცა რამე მისებურს დაახეთქებს, მაშინ ცუდი.
ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება - მათი ევროპულობა და ა.შ. ფასადია და მეტი არაფერი. არცერთ იმ ოპოზიციურ ლიდერს არაფერი სცხია ევროპულობის. ხოლო რაც სინამდვილეში სცხიათ, დისტანციიდანაც კი იგრძნობა იმის მყრალი სუნი“. - წერს ზაალ ანჯაფარიძე.