26 დეკემბერი 2024,   03:09
ვრცლად
"არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა არის წმინდა წყლის სპექტაკლი, აქ მთავარი თემაა, რომ პრეზიდენტი აწერს ხელს, მათი აზრით, ბრძანებულებას პარლამენტის დაშლის თაობაზე" - გიორგი ვოლსკი

რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება -  კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს.

შეფასება კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც აცხადებენ, რომ შიდა დაპირისპირების მიუხედავად, მათი ოპონენტები წინასწარ გაწერილ სცენარს მიყვებიან, რომლის მიზანი დესტაბილიზაციაა, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა სპექტაკლია და შეხვედრის მთავარი საკითხია ის, რომ პრეზიდენტი ხელს აწერს ბრძანებულებას პარლამენტის დაშლის თაობაზე.

"არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა არის წმინდა წყლის სპექტაკლი. აქ მთავარი თემა არის, რომ პრეზიდენტი აწერს ხელს, მათი აზრით, ბრძანებულებას პარლამენტის დაშლის თაობაზე. ეს არის მთავარი თემა, ღერძი იმ საკითხების გარშემო, დანარჩენი ყველაფერი არის ანტურაჟი. რეალურად ხდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და რასაკვირველია სისხლის სამართლის საკითხსის დანაშაულს წარმოადგენს, ვინაიდან მას პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთავრობას ან არ ამტკიცებს მთავრობას და შესაბამისად, ქვეყანა რჩება მართვის გარეშე, ეს არ მომხდარა. ვინაიდან ეს არ ხდება და პრეზიდენტი უნდათ, რომ ამ ავანტიურაში ჩართონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ლაპარაკია რევოლუციური სცენარის გარკვეული მიმართულებით გაგრძელების, განვითარების თაობაზე და სხვაზე არაფერზე", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები