26 დეკემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ძალა არის ხალხში და სჭირდება ერთ მუშტად შეკვრა, ამ მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს ეს სისტემა - მიხეილ სააკაშვილი

"მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს სისტემა, ძალას სჭირდება დაორგანიზება", - აცხადებს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკური განცხადებები ექსპრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე "ვივამედიდან" ონლაინ ჩართვის დროს გააკეთა.

"არანაირ არჩევნებზე წასვლას ესენი არ აპირებენ, ისინი ფიქრობენ, რომ ძალა აღმართს ხნავს. ძალა თუ აღმართს ხნავს, ძალა არის ხალხში, ამიტომ ამ ძალას სჭირდება დაორგანიზება და ერთ მუშტად შეკვრა. ამ მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს ეს სისტემა. ხალხი არის თვითორგანიზება, რატომ თქვიო ხალხი ჩამოგვყავსო, დიახ ხალხს ერთმანეთი ჩამოყავს, ერთ ადამიანს ჩამოყავს მეორე ადამიანი, მეორეს მესამე და ა.შ. ეს არის ჩამოყვანაც და თვითორგანიზებაც", - აცხადებს სააკაშვილი. 

დღის ამბები