26 დეკემბერი 2024,   03:58
ვრცლად
"როცა ძალადობრივი აქცია იწყებს თავდასხმას პოლიციაზე, ყველა ქვეყანაში უნდა მოხდეს რეაგირება" - გურამ მაჭარაშვილი

"ფაქტი არ არსებობს, რომ პოლიციამ დაიწყო მოქმედება, თუკი არის მშვიდობიანი აქცია. როცა ძალადობრივი აქცია იწყებს თავდასხმას პოლიციაზე, ყველა ქვეყანაში უნდა მოხდეს რეაგირება," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი "ამნესთი ინთერნეიშენალისა" და "ჰუმან რაით ვოჩის" ანგარიშებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში აქციებზე ადგილი ჰქონდა ძალადობას და ღია რეპრესიებს რაც, მათივე შეფასებით, წამებას უტოლდება.

"ამ ბატონებს, ვინც ამბობს, რომ მშვიდობიანი აქცია დაარბია პოლიციამ, შევახსენებ პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებს - კანონი იცავს მშვიდობიან აქციას, კანონი არ იცავს ძალადობრივ აქციას. ჩვენ ვიცით ამერიკაში, რა დღეში ჩააგდეს აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც პოლიციას უბრალო წინააღმდეგობა გაუწიეს. 11 ადამიანი მოკლეს საფრანგეთში პოლიციის წარმომადგენლებმა და რატომ არ საუბრობს ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ამერიკასა და ევროპაში მომხდარ ამ არასწორ საქციელებზე?! საქართველოში მსგავსი არ მომხდარა.

რასაც ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, ესეც იმ მიზნის შემადგენელი ნაწილია, რომ იყოს ერთგვარი ბუნდოვანება ხალხში, თითქოს მშვიდობიანი აქცია დაარბია პოლიციამ. ფაქტი არ არსებობს, რომ პოლიციამ დაიწყო მოქმედება, თუკი არის მშვიდობიანი აქცია. როცა ძალადობრივი აქცია იწყებს თავდასხმას პოლიციაზე, ყველა ქვეყანაში უნდა მოხდეს რეაგირება," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები