26 დეკემბერი 2024,   04:04
ვრცლად
"რა მაქვს მიქარული, ის რომ ჭაობიდან ამოვათრიე სახელმწიფო? ის, რომ კრიმინალი დავამარცხეთ?" - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკური განცხადებები ექსპრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე ვივამედიდან ონლაინ ჩართვის დროს გააკეთა. დღეს მისი ორი პროცესია დილით განიხილეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე, ახალი კი სხდომა 7-ი ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარეობს. 

"რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი. რა, მე ყველაზე უარესი, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? თქვენ, რა, არ იცით რისთვის ვზივარ აქ? რა მაქვს მიქარული? ის, რომ ჭაობიდან ამოვათრიე სახელმწიფო? ის, რომ კრიმინალი დავამარცხეთ? თქვენ ვერ ნახეთ გუშინ რა მოხდა? ასი ნიღბიანი რომ შეიჭრა და დაარბია კლუბი. 90-იან წლებში რომ გადაგვიყვანეს ვერ ხედავთ და ისევ უნდა გააგრძელოთ ლაპარაკი "სისხლიანი 9 წელი?". რა "სისხლიანი 9 წელი", რუსული პროპაგანდის კლიშეს ვინც იმეორებს პირდაპირ არის "ქოცი" და ბიძინაზე უარესი "ქოცი". 90-იან წლებში დაგვაბრუნეს და იქიდან ამოვათრიეთ ჩვენ ეს ქვეყანა მაშინ. 

მე მინდა ვუთხრა ბიზნესმენებს, რომლებიც მაგალითად, ხმას არ იღებენ ჩემს პატიმრობაზე - უკაცრავად, მაგრამ ეს გამჭვირვალე გადასახადები, უმარტივესი საგადასახადო სისტემა და დაბალი გადასახადები, თავის დროზე არაკორუმპირებული გარემო, ბიზნესის რეგისტრაცია, ეს ყველაფერი მე არ მოგეცით? ასე უნდა დაიბანოთ ხელები და თქვათ, "ის დრო არ მოგვწონდა და იმიტომ გადავირჩიეთ". იმის მერე რა მიიღეთ ახალი და უკეთესი", - განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები