თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ორი პროცესი მიმდინარეობს. დილით განიხილეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე, ახალი კი სხდომა 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარეობს.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დისტანციური ჩართვისას იმ ადამიანებს მიმართა, ვინც თვლის, რომ ის მათი კონკურენტია.
"უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე ვთქვი უარი, უკრაინის მოქალაქე ვარ, ასევე მთავაზობდნენ ძალიან დიდ და მაღალ თანამდებობას.
რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობა საქართველოში. თქვენ ახლა გჯერათ, რომ რომელიმე თქვენგანის კონკურენტი ვარ აქ თანამდებობის დაკავებაში? ეს ჩემთვის განვლილი ეტაპია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ახალ თაობას გაუხსნათ ხელი. ეს არის ჩემი გამოცხადებული მიზანი.
მე არ ვარ კონკურენტი არც სალომე ზურაბიშვილის, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე ჰგონია და არც არავისი, ვისაც ჩემი ციხე ჯდომა უნდა - ვაი თუ მიშა გამოვიდა, მიშა წაიღებს ყველაფერს. რას წავიღებ გარდა იმისა, რომ დავეხმარო ჩვენს ხალხს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს დიქტატურა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.