26 დეკემბერი 2024,   05:04
ვრცლად
ყაზახეთში ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენილთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა - ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულია 38 ადამიანი. გადარჩა 29, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

ავიაკატასტროფა აქთაუს აეროპორტთან მოხდა. "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი, მათ შორის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები.

ამ ეტაპზე განიხილება ორი ვერსია - ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოსვლა და მეორე, ფრინველების გუნდთან შეჯახება. ცნობილი ხდება, რომ ხომალდის მეთაურმა რადარებიდან გაქრობამდე განგაშის სიგნალის გაგზავნა მოასწრო.

აზერბაიჯანს სამძიმარს უცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დღის ამბები