საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად ორ დღეში, ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს.
მიხეილ ყაველაშვილი ფიცს საარჩევნო კოლეგიის წევრების, მთავრობის, კონსტიტუციური ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების წინაშე, საკანონმდებლო ორგანოში დადებს.
ცერემონიისთვის, საგანგებოდ დამზადდა კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი.
"რეგლამენტით გათვალისწინებულია სტუმართა რაოდენობა. ზუსტად ის ხალხი იქნება, რომელიც შეადგენს საარჩევნო კოლეგიას, ასევე, მოწვეულები იქნებიან მართლმადიდებლური საპატრიარქოს წარმომადგენლები და სამხედრო მაღალჩინოსნები", - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ.