28 დეკემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ტრაგედია შობის დღესასწაულზე - ავსტრალიაში 19 წლის ბიჭი ფეიერვერკის გაშვებას ემსხვერპლა

ავსტრალიაში, მელბურნში, შობის დღესასწაულზე 19 წლის ბიჭს სახესთან ფეიერვერკი აუფეთქდა და დაიღუპა. ფაქტის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

შემთხვევა მელბურნის შემოგარენში, სამშენებლო მოედანზე ოთხშაბათს მოხდა. ადგილობრივი დროით საღამოს 21:10 წუთზე ბიჭი გარდაცვლილად გამოცხადდა.

მედიის ცნობით, ბიჭი ფეიერვერკის აფეთქების შედეგად მიღებული ტრავმების გამო, დიდი ალბათობით ადგილზე დაიღუპა.

პოლიციის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, ფეიერვერკი ხელნაკეთი იყო თუ არა. პოლიციის განცხადებით, ვიქტორიას შტატში ფეიერვერკების გაშვება მოქალაქეებისთვის კანონით აკრძალულია და მისი გამოყენება მხოლოდ ლიცენზირებულ პიროტექნიკოსებს შეუძლიათ.

დღის ამბები