თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, 2024 წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.
მიმდინარე წელს, თბილისში გაიხსნა ხუთი ახალი და ორი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი, მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა სააღმზრდელო დაწესებულებას. ასევე, დაიწყო რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა პერსონალის მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების პროექტებზეც.