28 დეკემბერი 2024,   01:09
ვრცლად
"დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს - ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს რეჟიმისგან" - ნიკა მელია ოპოზიციაზე

დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა. დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს - ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს რეჟიმისგან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ვცდილობთ არ დავაზარალოთ ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რადგან ამ ქვეყნის მომავალი კოალიციური მართვაა - ზუსტად ასეთი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს.

დღეს განვითარებული პროცესები, ცხადად წარმოაჩენს რეალობას - კოალიცია ცვლილებისთვის არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პასუხისმგებლობა, პირადი და გუნდური აქვს მის თითოეულ წევრს, რასაც ადასტურებს ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადება და ადასტურებს კოალიციის გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მთელი დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის წევრების მორალური პედისტალიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომ თურმე ზუგდიდის ფრაქცია "ახალი" ოცნებასთან თანამშრომლობს, დღის ბოლოს ფაქტებმა გასცა პასუხი, ყველა კითხვასა თუ ბრალდებას.

ჯერ აღმოჩნდა, რომ ჩხოროწყუში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, იგივე რუტინული საბიუჯეტო პროცესი გაიარეს, ხოლო დღის ბოლოს გაირკვა - პარტიას მიუღია დაფინანსება, ოცნებისგან.

ჩხოროწყუში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, საკითხში გარკვევის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე. ეს იმ დროს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში უარი არ თქვა რეჟიმისგან დაფინანსების მიღებაზე! დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა.

დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს - ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს - რეჟიმისგან", - წერს ნიკა მელია.

დღის ამბები