ანსამბლი "ბასიანი" სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელოვნების სფეროზე ნებისმიერი ზეწოლა და პოლიტიკური პროცესებით მანიპულირების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.
"ანსამბლ ბასიანისთვის ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ყოველთვის დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი ზეწოლა და პოლიტიკური პროცესებით მანიპულირების მცდელობა კი, ხელოვნებაში, კატეგორიულად მიუღებელია. ქართული სიმღერა გამაერთიანებელია, ამაშია მისი ძალა.
ერთად აღვნიშნოთ შობა-ახალი წლის შემობრძანება!", - აღნიშნულია ანსამბლის განცხადებაში.