28 დეკემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა ამ 4 წლის განმავლობაში იქნება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად - ირაკლი კობახიძე

ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა ამ 4 წლის განმავლობაში იქნება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვა მომღერლების ბულინგზე, რომლებიც მონაწილეობენ საახალწლო ღონისძიებებში.

"ეს კლასიკური ლიბერალური ფაშიზმია. ეს არის იდეოლოგია, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ, გარკვეულწილად წარმატებით ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ბულინგიც არის ამის გამოხატულება, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ ბულინგს არ აქვს წარმატება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები