28 დეკემბერი 2024,   06:52
ვრცლად
აშშ-ში Delta Air Lines-ის ბორტზე უბილეთო მგზავრი აიპარა - პოლიციამ ის დააკავა

აშშ-ში, სიეტლ-ტაკომას საერთაშორისო აეროპორტში, Delta Air Lines-ის ბორტზე უბილეთო მგზავრი აიპარა, რომელიც ჰავაიში გაფრენას ცდილობდა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

აეროპორტის თანამშრომლების ინფორმაციით, უბილეთო მგზავრი თვითმფრინავზე აიპარა, თუმცა აფრენამდე თვითმფრინავი დატოვა. პოლიციამ ის სათვალთვალო კამერების დახმარებით იპოვა და აეროპორტის საპირფარეშოში დააკავა.

სიეტლ-ტაკომას საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, მგზავრი თვითმფრინავზე უკანონო შეღწევის ბრალდებით დააკავეს.

აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მგზავრმა ბილეთის გარეშე შეძლო გამშვები პუნქტის გავლა, თუმცა მანამდე სხვა შესაბამისი შემოწმებები ზედმიწევნით გაიარა და მას რაიმე აკრძალული, ან საფრთხის შემცველი ნივთი არ აღმოაჩნდა.

დღის ამბები