პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში კომპანია "თბილღვინოს" შესახებ წერს. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მფლობელი, რომელმაც საზოგადოებას თავი არაერთი კრიტიკული განცხადებით დაამახსოვრა და მმართველ გუნდს პრორუსად აცხადებს, "თავად რუსეთთან ურთიერთობით ტკბება".
"მოკლედ მოგიყვებით კომპანია "თბილღვინოზე":
ის ერთ-ერთი ხელმომწერია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც "ქართულ ოცნებას" პოლიტიკას უწუნებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
მისმა მფლობელმა გიორგი მარგველაშვილმა არაერთი კრიტიკული განცხადებით დაგვამახსოვრა თავი. პოლიტიკას გვიწუნებს, პრორუსად გვაცხადებს, როგორც ჩანს, რუსეთის დასანქცირებაც სურს და, ამის პარალელურად, თავად რუსეთთან ურთიერთობით ტკბება.
საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ორმაგი სტანდარტები არ მიყვარს...
ამბავი მოკლედ, ციფრებში ასე გამოიყურება: "თბილღვინო" 2021 -2024 - მ.შ. რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი - 9 674 708 ლარი", - წერს ნინო წილოსანი.