პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დაფინანსებაზე უარის ართქმით, ბარიერგადალახული ოპოზიციის ნაწილმა არჩევნების შედეგები აღიარა.
კირცხალიას შეფასებით, ამით არასწორ თეორიებს წერტილი დაესვა.
"ერთი დანაყოფის უარის თქმა, დანარჩენის დათანხმება და შიგნით, რა უთანხმოება აქვთ, გულწრფელად რომ გითხრათ ნაკლებად გვაინტერესებს, იმიტომ რომ არაერთი უთანხმოება და ძიძგილაობა გვინახავს. აქ არის სხვა მთავარი თემა, ის ყბადაღებული ლეგიტიმაციის თემა, რომელიც იყო დაკვეთილი მათივე პატრონებისგან და ფარდა აეხადა რეალურად იმას, რასაც ამდენი ხანი ვამხელდით, იმ ცრუ თეორიას და ცრუ აღქმას, რასაც აჯერებდნენ თავიანთ ამომრჩეველს და უნდოდათ დაეჯერებინათ ქვეყნისთვის რომ არჩევნები გაყალბდა. ამ ყველაფრით [ამ თემას] წერტილი დაესვა," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.